LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში პური ძალზე იაფია, მსოფლიოში 105 ქვეყნიდან ჩვენზე ძვირი პური აქვს 102 ქვეყანას – მინისტრის მოადგილე

876
ipiccy-image

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოში პური ძალზე იაფია. საკითხზე მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ მსოფლიოში 105 ქვეყნიდან ჩვენზე ძვირი პური აქვს 102 ქვეყანას, მათ შორის ისეთ ქვეყნებს, რომელებიც აწარმოებენ ხორბალს და მსოფლიოს ამარაგებენ.

„საქართველოში პური იაფი კი არა, ძალზე იაფია, იმ ტენდენციებთან შედარებით, რაც არის. ამიტომ, მთავრობა ყველაფერს აკვირდება და ფიქრობს სხვადასხვა ღონისძიებებზე. ჯერჯერობთ ეს ტენდენცია სხვა რამესთან შედარებით, არის მდგრადი. ჩვენ ვიცით, რომ გასული წლის შემოდგომაზეც გარკვეული ნაწილი გათავისუფლდა, სრულ საფასო პოლიტიკაზე იყო, ის ნაწილი, ვინც არაქარხნულ პურს აცხობდა. შემდეგ ქარხნული პურისთვისაც ფქვილი გათავისუფლდა, სუბსიდირება აღარ მიეცა. ამიტომ, გარკვეული ფასნამატი იყო და ფასები, ჯერჯერობით, შენარჩუნებულია ამ დერეფანში. ვნახოთ, რა და როგორ განვითარდება. მე ისევ და ისევ ხაზს ვუსვამ, საქარხნო პურს, თორემ ჩვენ გვაქვს მაღაზიები და პურის ასორტიმენტი ისეთი, სადაც პურის ზოგიერთი სახეობა 3 ლარი ღირს და ა.შ“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ თქვა, რომ თუ სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებს, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდოს.

ოქტომბრიდან პური, შესაძლოა, კიდევ 10 თეთრით გაძვირდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები