LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბრიდან პური, შესაძლოა, კიდევ 10 თეთრით გაძვირდეს

112
პური-ძვირდება

თუ სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებს, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდოს, – ამის შესახებ საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძე აცხადებს. მისი თქმით, ასოციაცია მაქსიმუმს აკეთებს, რათა პურის ფასი სტაბილური იყოს.

„პურის ფქვილზე სუბსიდირების მოხსნის შემდეგ, პურის ფასი 10 თეთრით გაიზარდა. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში პურის ფასი შედარებით დაბალია. პურის ფასი ბევრი კომპონენტისაგან შედგება, მათ შორის ფქვილის, საფუარის, ტრანსპორტირების და მუშახელის ხელფასის ღირებულებისგან. ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მოსახლეობისთვის ფასი მტკივნეული არ იყოს და ამიტომ ის შედარებით „სტაბილურად დაჭერილია“. ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენით გაიზრდება პურის ფასი, შეიძლება საერთოდ არ გაიზარდოს, თუმცა მე ვვარაუდობ, რომ მომავალ თვეში შესაძლებელია ფასები შეიცვალოს“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

მისივე ინფორმაციით, პურის ქარხნებსა და საცხობებში მუშახელის ხელფასების საკითხი ძალიან მწვავედ დგას და თანამშრომლები ანაზღაურების მომატებას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები