LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში “ქორწილის” კლასტერი გაჩნდა: 45 შემთხვევიდან 23 აჭარაში დადასტურდა

292
BeFunky-collage - 2020-09-08T112554.751

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი 45 დადასტურებული შემთხვევიდან 23 აჭარაში დაფიქსირდა, 5 პაციენტი თბილისში გამართული ქორწილის კლასტერს უკავშირდება, 4 სამედიცინო პერსონალია, ხოლო 3 პირზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა.

“დაგვემატა 45 ახალი შემთხვევა და გახდა 1 729 დადასტურებული შემთხვევა. ახალი შემთხევევების გადანაწილება არის შემდეგი: 3 არის “დონას” კლასტერი, 19 – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 4 – სამედიცინო პერსონალი ავერსის კლინიკიდან, 4 – გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 12 არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში და 3-ზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა წყაროს დადგენის მიზნით.

ამ 45 ახალი შემთხვევიდან 23 უკავშირდება აჭარას. კიდევ საინტერესო არის ის, რომ 5 ჯგუფური შემთხვევა გვაქვს და ეს გახლავთ ფართომასშტაბიანი ქორწილიდან, რომელიც თბილისში გაიმართა. გამოჯანმრთელთა 5 პაციენტი”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სარეკორდო რაოდენობა: საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

მისივე განცხადებით, დღეის მდგომარეობით ქვეყანაში სხვადასხვა კოვიდცენტრებში 381 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. აქედან 17 მძიმე, 3 კი კრიტიკულად მძიმე პაციენტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები