LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარეკორდო რაოდენობა: საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

289
poitive

საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 45 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში მათმა რიცხვმა 1729-ს მიაღწია.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 6 ადამიანი და საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსი 1321-მა ადამიანმა დაამარცხა.

გარდაცვლილთა რაოდენობა უცვლელია და კვლავ 19-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში 363 პაციენტი მკურნალობს. კარანტინის რეჟიმში 5882, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 390 ადამიანი იმყოფება.

რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს, მათი რაოდენობა კვლავ 41-ია.

https://www.facebook.com/ncdcgeorgia/posts/3300799850007922

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები