LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში სესხის აღება, შესაძლოა, ისევ გამარტივდეს

105
1575986581136655

საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. შესაბამისი ცვლილებები სავარაუდოდ, 2020 წლის მარტამდე განხორციელდება. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

ეს ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრმაც დაადასტურა. „ეს იქნება მთელი პაკეტი ლიბერალიზაციის. მე არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს და კონკრეტულ დეტალებზე ვისაუბრო, იმიტომ, რომ ეს სამუშაო ჯერ არ არის დასრულებული და ძალიან მალე დასრულდება. მე, როგორც ეკონომიკის მინისტრი, ყოველთვის მომხრე ვარ, რომ გარკვეული ლიბერალიზაცია გავაკეთოთ, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეკონომიკაში გაჩნდეს მეტი რესურსი დაბანდების“, – ამბობს თურნავა.

სავალუტო ფონდში აღნიშნავენ, რომ ცვლილება დადებითად აისახება მათზე, ვისი შემოსავალი 1000-დან 4000 ლარამდეა, ანუ მათ შედარებით დიდი მოცულობის სესხის აღება შეეძლებათ.

შეგახსენებთ, დღეისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები