LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უკვე TESLA-ს ტაქსით გადაადგილება შეგიძლიათ – მოთხოვნა მზარდია

270
614ee2bd997a4

მიუხედავად მაღალი ფასისა, თბილისში TESLA-ს ტაქსით გადაადგილება უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. საკითხზე „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია Bolt-ში ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ Tesla-ს კატეგორია ტაქსის გამოძახების კომპანიის აპლიკაცია Bolt-ზე  2022 წლის 7 ივნისიდან გააქტიურდა და ამ ერთ თვეში, უკვე ძალიან პოპულარული გახდა. „Tesla-ს ავტომობილის ღირებულება, სხვა კატეგორიის ავტომობილებს 5-6 ჯერ აღემატება. შესაბამისად, ტაქსით მომსახურების ფასში ეს კომპონენტიც ასახულია. Tesla-ს მფლობელ პარტნიორ მძღოლს, ავტომობილის მახასიათებლებიდან გამომდინარე, აქვს გამორჩეული ბენეფიტის მიღების მოლოდინი. მომხმარებელს კი, რომელიც ირჩევს ამ კატეგორიას, კარგად ესმის ტარიფის ლოგიკურობაც. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მომხმარებლებში Tesla-ს  კატეგორიამ დიდი მოწონება დაიმსახურა,“- აცხადებენ Bolt-ში.

კომპანიაში Tesla-ს მანქანებით მომსახურების სერვისთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვთ და “ბიზნესპარტნიორთან” ამბობენ, რომ ბაზარზე ელექტრო ავტომობილების მიმართ მოთხოვნა იზრდება, ასევე უფრო და უფრო აქტუალური ხდება ეკოლოგიური საკითხების მნიშვნელობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები