LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი საკუთარი ქალაქის მშენებლობას გეგმავს – ვინ იცხოვრებს მაგნატის კომპლექსში

164
elon

ილონ მასკი ტეხასის შტატში საკუთარი ქალაქის მშენებლობას გეგმავს. მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის მფლობელობაში არსებული კომპანიები ქალაქ ოსტინის ახლოს ათასობით კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთებს და სამშენებლო ლიცენზიებს ყიდულობენ.

უცხოური მედიის ცნობით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი გეგმავს, რომ Tesla-ს ქარხნის ახლოს ახალი ქალაქი, სახელად სნეილბრუკი დააარსოს.

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის - ვინ იკავებს მის ადგილს

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი ახლა LVMH-ის აღმასრულებელს დირექტორს, ფრანგ ბერნარ არნოს ერგო.

მასკი კომპლექსში 100-მდე საცხოვრებელი კორპუსის, გზების, სუპერმარკეტების, საავადმყოფოების, სკოლისა და გასართობი ცენტრების მშენებლობას აპირებს.

როგორც ცნობილია, ქალაქში მხოლოდ Tesla-ს, SpaceX-ისა და Boring Company-ს თანამშრომლები იცხოვრებენ.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისაა, რომ სნეილბრუკში მცხოვრებ მოქალაქეებს გაცილებით დაბალი გადასახადები და საცხოვრებელი ხარჯები ჰქონდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები