LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთან მეგობრობა აშშ-ს, ხოლო აშშ-თან მეგობრობა საქართველოს სურს: კონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი

77
ალექს ქსავიერ მუნი

„ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ამ რეგიონში კარგი მეგობარი გვყავს. საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს,“ – ამის შესახებ კონგრესმენმა ალექს ქსავიერ მუნმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კონგრესმენთა დელეგაცია სტუმრად საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშნად იმყოფება.

„პრემიერ-მინისტრმა გაგვაცნო ინფორმაცია გადადგმული ნაბიჯების შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის, მშვიდობისა და მეზობლების დახმარების კონტექსტში. ვისაუბრეთ ასევე ეკონომიკური რეფორმების შესახებ.

საუბრისას შევეხეთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობის, მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხს.

ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში. საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს. ეს სრულად გვაქვს გაცნობიერებული და აქ საქართველოსადმი მხარდაჭერის ნიშნად ვართ.

გვაწუხებს რუსეთიდან მომდინარე აგრესია. საქართველოსთან მუშაობას ვაგრძელებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ აქ მდგომარეობა უსაფრთხო და დაცული იყოს,“ – განაცხადა კონგრესმენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g