LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარი, რუსეთისთვის დიდი გამარჯვება იქნება“ – სალომე ზურაბიშვილი

150
Untitled design (77)

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBC News-თან ინტერვიუში საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ საქართველო ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს ეს დიდი გამარჯვება იქნება რუსეთისთვის.

ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილს ჰკითხეს, „გადამწყვეტ მომენტში, მიიჩნევს თუ არა, რომ დასავლეთი, კონკრეტულად კი აშშ საკმარისად უჭერს მხარს საქართველოს ამ მომენტში?“ ზურაბიშვილის აზრით, აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა უფრო საჯარო უნდა ყოფილიყო..

ზურაბიშვილის თქმით, ის 5 წელია პრეზიდენტია და არ ჰქონია აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მათ შორის არც სატელეფონო კომუნიკაცია.

„ფაქტია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში. მე ვიცი, რომ ეს არის ენა, რომლითაც საუბრობს აშშ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, მაგრამ ამის უმაღლეს დონეზე გამეორება მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის.

EU-მა შეადგინა მოთხოვნების სია, რომელიც უნდა შეასრულოს საქართველომ, რათა გახდეს წევრობის კანდიდატი. მოთხოვნებს შორისაა კორუფციასთან ბრძოლა, შიდა ოლიგარქების ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის შემცირება.

გადაწყვეტილებას ველოდებით წლის ბოლომდე,“– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

magti 5g