ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი სასამართლო სხდომების ნაწილობრივ გასაჯაროებას ითხოვს. ზურაბ თოდუა დღეს სახალხო დამცველს საჩივრითაც მიმართავს. 

“შევისწავლე საქმის მასალები მთლიანად და ვაცხადებ, რომ იგი არის საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების პოლიტიკური დაკვეთის შედეგად დაკავებული და მის მიმართ ეს საქმე არის შეთითხნილი. არ მეძლევა საშუალება იმისა, რომ სრულყოფილად განვახორციელო ჩემი პროფესიული მოვალეობა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, რადგან გლდანის მერვე საპყრობილის ადმინისტრაცია არ მაძლევს საშუალებას შევხვდე კალანდიას ისეთ ოთახში, სადაც არ არის მოსასმენი აპარატურა დამონტაჟებული და მეპატიჟებიან მიშას დროს გაკეთებულ სპეციალურ ოთახებში, სადაც ტრადიციულად შეჰყავდათ პოლიტპატიმრები. მაშინაც დადასტურდა, რომ ამ ოთახებში იყო მოსამენი აპარატურები დამონტაჟებული. ამსთან დაკავშირებით მივმართავ დღეს სახალხო დამცველს და ვთხოვ ჩაერთოს საქმეში“, – აცხადებს თოდუა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

ადვოკატის თქმით, 12 სექტემბერს, განახლებულ სხდომაზე, სასამართლო პროცესების ნაწილობრივ გასაჯაროებასთან დაკავშირებითაც იმსჯელებს.

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05