LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სარალიძესავით ვერ მომატყუებთ, მე ის ქალი არ ვარ” – მოკლულის დედა ბრალდებულის სასამართლოზე არ შეუშვეს

1218
BeFunky-collage (11) (1)

24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის  თანამშრომელის ზურაბ ფოფხაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა, სადაც მას მოსამართლეს გადაწყვეტილებით  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ვინაიდან სასამართლოზე დასწრება გარდაცვლილის დედამ მოითხოვა, თუმცა იმ მიზეზით, რომ ჭირისუფალს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა შინ დარჩა, ის დარბაზში არ შეუშვეს. სიტყვიერი დაპირისპირების მიუხედავად, მოკლულის მშობელს მანდატურებმა პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს.

“მე არ ვარ ის ქალი, ვისაც სარალიძესავით მოატყუებთ. ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი შვილის მკვლელობაში მეორე პირიც მონაწილეობდა. მარტო ერთი რატომ დაიჭირეს? სად არის მეორე დამნაშავე? ხელს რატომ აფარებენ? იმიტომ რომ ჯგუფური მკვლელობის ბრალდება უფრო მძიმეა და სასჯელი არ დაუმძიმდეთ?! არ ვაპატიებ არავის ჩემი შვილის სიკვდილს! გამოვიდეს ის მეორე და თქვას, რომ ისიც მონაწილეობდა. არ გავჩერდები მანამდე”, – ელისო წურწუმია.

დაკავებული სპეცრაზმელის ადვოკატი მევლუდ ჯანჯღავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარა დანაშაული და მას წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. რაც შეეხება მეორე პირს, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ვარაუდით მკვლელობის თანამონაწილეა, ადვოკატი ამბობს, რომ ის არა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, არამედ მეზობელია და ამ დროისათვის მისი ბრალეულობა საქმეში არ იკვეთება.

მოკლული მურად წურწუმიას ოჯახი მეორე პირის დაკავებას და დასჯას ითხოვს. გარდაცვლილის ძმის განმარტებით, შემთხვევის დროს გადარჩენილი ერთადერთი მოწმე არსებობს, რომელიც ამბობს, რომ  მკვლელობაში მეორე პირიც მონაწილეობდა და ისიც სავარაუდოდ ბრალდებული სპეცრაზმელის თანამშრომელია.

წამებით მოკლული 24 წლის კაცი – დაკავებულია შსს-ს ორი თანამშრომელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები