LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სარფის საბაჟოზე მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია

97

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია. მიზეზად საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემის გათიშვას ასახელებენ.როგორც ქართველ მებაჟეებს თურქმა კოლეგებმა აცნობეს, პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, თუმცა კონკრეტული დრო, როდის შეძლებს თურქული მხრიდან „სარფის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობის აღდგენას, ჯერ უცნობია.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური  განმარტავს, რომ ქართული მხრიდან მგზავრთა და ტვირთების გადაადგილების პრობლემა არ არსებობს. ნებისმიერ მსურველს, რომელიც გეგმავს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებას, უწყების ვებგვერდზე ე.წ. LIVE კამერების საშუალებით, შეუძლია თვალყური ადევნოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები