სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამუშაო საათები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეზღუდული, გახანგრძლივდება.

ბათუმში თურქეთის საკონსულოს ცნობით, დღეიდან, 14 ოქტომბრიდან, საქართველოდან თურქეთში მიმავალ მოქალაქეებს შეეძლებათ სარფის საზღვარი დილის 10:00 საათიდან საღამოს 24:00 საათამდე გადაკვეთონ.

საქართველოდან თურქეთში წასვლის მსურველ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს:

  • საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა
  • კოვიდპასპორტი ან PCR ტესტი
  • მოქალაქემ გამგზავრებამდე 72 საათით ადრე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა – register.health.gov.tr და მიიღოს ე.წ. HES კოდი. HES კოდი საჭიროა თურქეთში გადაადგილებისთვის.

შეგახსენებთ, რომ დღემდე სარფის საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელი იყო დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე.

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები