LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო დღეს ზაზა სარალიძეს დაკითხავს

143
saralize

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დაიკითხება. სარალიძე უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფება. თუმცა, დაკითხვამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. სასამართლო სხდომები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები