LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლო სისტემაში არ არსებობს „კლანი“, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია: ლევან მურუსიძე „სირცხვილიას“ აქტივისტს პასუხობს

87
ლევან მურუსიძე

მოსამართლე ლევან მურუსიძე „სირცხვილიას“ აქტივისტის ნოდარ რუხაძის კითხვას „არსებობს თუ არა ჩინჩალაძე-მურუსიძის „კლანი“ პასუხობს, რომ: „არ არსებობს სასამართლო სისტემაში „კლანი“ და სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია“.

მისივე განცხადებით, „საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ყველას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ისურვებდა, რომ ეს არ გასცდეს გამოხატვის თავისუფლებას და შეურაცხყოფაში არ გადავიდეს“.

არა სასამართლოს მიტაცებას! კლანი უნდა დასრულდეს! – იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქცია გაიმართა

„ყველა ქვეყანა არის სპეციფიკური, საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას ცოტა ფრთხილად უნდა მივუდგეთ. არ უნდა შევზღუდოთ კანონით, ყველა ადამიანს აქვს თავისი მორალური და შინაგანი კულტურა. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ღირსება, რომელიც არ უნდა შეურაცხყო, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს. თქვენ იცით ერთი იგავ-არაკი: დათვი, რომ სტუმრად ესტუმრა გლეხს და ცოლმა რომ მოიხსენია, რა მყრალი სუნი აქვსო. მან უთხრა, რომ თავში ჩამარტყი ნაჯახი, ერთი თვის შემდეგ კი ასეთი რაღაც უთხრა – შენი ნაჯახით დაკოდილი მომირჩა და შენი ენით დაკოდილი არა. ეს არის დიდი სიბრძნე, ქართული სიბრძნეა”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

სამოქალაქო აქტივისტის ნოდარ რუხაძის კითხვაზე, რა პოზიცია აქვს უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ასევე ე.წ. კარტოგრაფების, გიორგი რურუას, „რუსთავი -2“-ის, „ტვ პირველის“ საქმეებზე და ა.შ. ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ „ჩამოთვლილ საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს“.

„რაც ახლა საქმეები ჩამოთვალეთ, სასამართლოს არცერთ საქმეზე არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. განაჩენი არ აქვს გამოტანილი პირველ ინსტანციას, აქედან გამომდინარე, ყველა საქმეს, რასაც ასახელებთ და ამბობთ, რომ სასამართლო არ გვაქვს საქართველოში, არცერთ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. რაც შეეხება “რუსთავი 2″-ის საქმეს , რომელიც ლანძღვა-გინების ფლაგმანი იყო სასამართლო სისტემის მიმართ, მან გაიარა 3 ინსტანცია, წავიდა სტასბურგში და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ შიდა სასამართლოებმა”რუსთავი 2″ის საქმე განიხილეს სწორად”, – განაცხადა მურუსიძემ.

ამასთან, ნოდარ რუხაძემ მოსამართლეს ჰკითხა, რას ფიქრობს გირგვლიანის საქმეზე, რაც მან ასე უპასუხა – „ახლა, ვფიქრობ, რომ პირადულზე გადმოდიხართ, მაგაზე ბევრი მილაპარაკია“, – განაცხადა მურუსიძემ.