LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა სასამართლოს მიტაცებას! კლანი უნდა დასრულდეს! – იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან აქცია გაიმართა

76
1

„არა სასამართლოს მიტაცებას! კლანი უნდა დასრულდეს!“, – ამ ლოზუნგით იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, მოძრობა „სირცხვილიამ“ აქცია გამართა. მათ პროტესტს არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ნოდარ რუხაძის განცხადებით, „დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება რეალურად, მაქსიმალურად ეცდება, რომ თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას“.

„ეს კონფერენცია და ის ფაქტი, რომ დღეს საქართველოს მოსამართლეებს უწევთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 მოსამართლე წევრის არჩევა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ჩვენი მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი, არ არის გამჭვირვალე და არ არის სამართლიანი”, – ამბობს ნოდარ რუხაძე.

დღეს, 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენცია გაიმართება, სადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევ 4 მოსამართლე წევრს უნდა უყარონ კენჭი.

magti 5g