“მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვეს. 8 თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, მოსამართლე, ვალერიან ბუგიანაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის ადვოკატს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ ჰქონდა. სანამ მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც რურუას ბრალეულობას აქარწყლებს, მოსამართლე არ გაითვალისწინებდა.
ადვოკატმა ასევე დააანონსა, რომ გამამტყუნებეელ განაჩენს ზემდგომ ინსტანციებში გაასაჩივრებენ.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება გიორგი რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
სასამართლომ გიორგი რურუა სსკ-ის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.
„ჩემი მძევლად დატოვება მეორეხარისხოვანია“: რურუა ოპოზიციას მიმართავს