LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტიკი ყაჩაღობა გურიაში – მოხუცი ცოლ-ქმარი აწამეს

290
პოლიცია

მკვლელობა გურიაში – სახლში, სადაც მოხუც ცოლ-ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ და აწამეს, სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. შემთხვევა ოზურგეთში მოხდა.

მოხუცი ცოლ-ქმარი სახლში მარტო ცხოვრობდა, მათი ერთადერთი შემოსავალი პენსია იყო. თანხის და ძვირფასეულობის მოთხოვნის მიზნით, დამნაშავეებმა 82 და 80 წლის მოხუცებს სხეულზე, როგორც დანით, ასევე ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

დამნაშავეებმა 2500 ლარის წაღება მოახერხეს. ადგილობრივების ინფორმაციით, რამდენიმე დღით ადრე ცოლ-ქმარმა ძროხა გაყიდა.

მოხუცი ცოლ-ქმარი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები