LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასულიერო პირს მამა დავითს პატიმრობა შეეფარდა

154
BeFunky-collage (8)

ყინწვისის მამათა მონასტრის დაკავებულ წინამძღვარს, მამა დავითს  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.მას ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარება.

გამოძების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო. სამართალდამცველებმა კ.კ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2020 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა.

დაკავებული სასულიერო პირი დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქმის მასალებში არც ცეცხლსასროლი იარაღია ამოღებული და არც მოწმეები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, სასამართლომ ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა და სასულიერო პირს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პოპულალურები