LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწავლო პროცესი არ გადაიდება

112
FORTUNA.GE (34)

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებისა, სასწავლო პროცესის დაწყების თარიღის გადაწევა არ იგეგმება. მისი თქმით, საგანმანათლებლო პროცესი 15 სექტებერს დაიწყება, რისთვისაც განათლების და ჯანდაცვის სამინისტროები უნდა მოემზადონ და მობილიზდნენ.

“მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის. საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა”, – განაცხადა გახარიამ.

უწყებათაშორისო სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა უსაფრთხოების ზომების გამკაცრების აუცილებლობაზეც ისაუბრა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ზაფხულის დამთვარების შემდგომ, როდესაც მოსახლეობა აქტიურ ცხოვრებას უბრუნდება, უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოპულარულები