LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ ადამიანების უპირობო გასახლება: სუბარი სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებზე

257
1

თბილისში მდებარე სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილების საკითხს უმრავლესობის წევრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი ეხმიანება.

დევნილების განცხადებით, სანატორიუმ „ქართლში“ ახალი ბზარები გაჩნდა და ჭერი ჩამოანგრია

სუბარის განცხადებით, აღნიშნულ შენობაში მცხოვრები დევნილები უპირობოდ უნდა გასახლდნენ:

“მართლაც ნგრევადი ობიექტია და ძალიან მძიმე ბზარებია და მეორე, ძალიან მცირე ფართები აქვთ დევნილებს, ამიტომ, პრიორიტეტი უნდა იქნეს მინიჭებული, რომ სასწრაფოდ მოხდეს ამ ადამიანების უპირობო გასახლება. არა ქულებით, არამედ უპირობო გასახლება,” – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილების განცხადებით, შენობაში გუშინ, გვიან ღამით ახალი ნაპრალები გაჩნდა, რამაც მეოთხე სართულზე ჭერის ჩამონგრევა გამოიწვია.

როგორც დევნილები ამბობენ, სიტუაციის შესაფასებლად, სანატორიუმში ჯერჯერობით არავინ მისულა და არც არავისთან ჰქონიათ კომუნიკაცია.

ვრცლად თემაზე:

„გვითხრეს, რომ 1 წლის შემდეგ კორპუსი აშენდებაო… 100%-იანი გარანტია მოგვცეს, მაგრამ სავარაუდოდ, ხალხი არ დათანხმდება“ – დევნილები აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლის დაცვა“ – NGO-ები მთავრობას მოუწოდებენ, უზრუნველყოს დევნილთა ღირსეულ პირობებში განსახლება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები