LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საუკუნის აფიორა საქართველოში, ურეკის მაგნიტური ქვიშების სამკურნალო ეფექტი ტყუილია” – მარშანია ვიდეომიმართვას ავრცელებს

6322
არჩილ მარშანია

ექიმი -იმუნოლოგი არჩილ მარშანია ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ურეკის და მაგნიტური ქვიშების სამკურნალო ეფექტი არის ტყუილი და მისივე სიტყვებით, საუკუნის აფიორა. მაგნიტური ქვიშებით მკურნალობის რეკომენდაციის გაცემა კი –  მავნებლობაა.

„არაპოპულარულ თემაზე საუბარს ბევრი ერიდება. ყოველდღე პლაჟები გადატვირთულია. არანაირი სამკურნალო ეფექტი მაგნიტურ ქვიშებს არ აქვს“, – ამბობს მარშანია. 

მარშანია აცხადებს, რომ სამეცნიერო მტკიცებულებები ურეკის მაგნიტრი ქვიშების ეფექტიანობის შესახებ არ არსებობს.

„შესაბამისად ნებისმიერი რეკომენდაცია, განსაკუთრებით ექიმებისგან მაგნიტური ქვიშების შესახებ შესაძლოა, შეფასდეს 2 ნაწილად:

1 .ეს არის ტყუილი.

2. ეს არის მავნებლობა.

მოდით, ფაქტებს მივყვეთ ქრონოლოგიურად. 

ვინმე როდეაც აბობს, რომ სამკურნალოა, ამის მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს. პირველი ფაქტი, რომ ეს ტყუილია, არი ის, რომ  არ არსებოსბ იმის არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება, რომ მაგნიტური ქვიშა რამენაირად შეიძლება იყოს სამკურნალო თვისებების მქონე.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ კურორტზე წასვლა ცუდი არაა და ჰაერის გამოცვლაც ცუდი როგორ უნდა იყოს. ამ ვიდეოში საუბარია იმაზე, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გვქონდეს, რაც მერე შეიძლება დამაზიანებელი იყოს ჩვენთვის.

საიდან მოდის ეს ყველაფერი? ეს არის საბჭოთა დანატოვარი. საბჭოთა კავშირიდან ძალიან ცუდი მემკვიდროება გვერგო და მათ შორის არის საბჭოთა სამეცნიერო ამბებში სასწაული იდეები, რომელიც მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში მუშაობს და მსოფლიოში ამას არავინ აღიარებს.

ტყუილი იმიტომაცაა, რომ თეორიულადაც გასაოცარია რანაირად შეიძლება ის სამკურნალო იყოს“, – ამბობს მარშანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები