LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწოლების რაოდენობა საკმარისია, სუნთქვის აპარატებიც მეტობით არის: თენგიზ ცერცვაძე

119
ცერცვაძე

საწოლების რაოდენობა საკმარისია, სუნთქვის აპარატებიც მეტობით არის, პესიმიზმს არ უნდა მივეცეთ, უნდა დავირაზმოთ ვაქცინაციისთვის და რეგულაციების შესრულებისთვის

თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა მისაღებად საწოლების რაოდენობა საკმარისია და სუნთქვის აპარატიც მეტობითაა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი ამბობს, მოქალაქეები ვაქცინაციისთვის უნდა დაირაზმოს და დაემორჩილოს რეგულაციებს.

“ჯანდაცვამ ყველგან განიცადა კოლაფსი ან იყო კოლაფსის პირას”

“წამყვანი ქვეყნები-ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი, ყველგან, სადაც პიკის პერიოდი იყო ასეთი მაღალი, ჯანდაცვამ ყველგან განიცადა კოლაფსი ან იყო კოლაფსის პირას. საქართველოს ჯანდაცვამ გამოიჩინა არაჩვეულებრივი მდგრადობა, რაც არ უნდა თქვან ოპონენტებმა, ტენდენციურმა, ჩასაფრებულმა ადამიანებმა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის ინფორმაციით, 750 სუნთქვის აპარატია მობილიზებული მარტო კოვიდისთვის და მათგან გამოყენებულია 350 ანუ ნახევარი.

“ეს ყველაფერი გადაივლის. ჩემი აზრით, ორ კვირაში უკვე შედეგს მოგვცემს რეგულაციების შესრულებაზე გამკაცრება და ცოტა უკვე გვიან ვაქცინაციაც მოგვცემს თავის შედეგს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

პოპულალურები