LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენატორებს მინდა ვთხოვო, მოგვეხმარონ ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებიას გათავისუფლებაში: გიორგი ვაშაძე

82
გიორგი ვაშაძე

„ადამიანურად მინდა ვთხოვო, მოგვეხმარონ ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებიას გათავისუფლებაში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან დაკავებული“, – ამის შესახებ განცხადება „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრამდე გააკეთა.

მისი განცხადებით, შეხვედრაზე შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების დაგვიანებაზე და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე, კერძოდ კლანურ მმართველობასა და კორუფციაზე მიაწვდის ინფორმაციას.

ვაშაძის განმარტებით, საქართველო პირველად არ იქნება ნატოს სამიტზე მიწვეული, ამიტომ სენატორებს, ოპოზიციის სახელით დახმარებას ამ კუთხითაც სთხოვს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და მაქვს საკმაოდ ბევრი საკითხი, რაზეც საუბარს ვაპირებ. პირველი, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტი და მისი შესრულება, რაღაცები იწელება და აუცილებლად გვჭირდება სენატის მხარდაჭერა.

მეორე, ადამიანურად მინდა ვთხოვო, მოგვეხმარონ ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას გათავისუფლებაში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან დაკავებული.

მესამე, ეს არის სასამართლოს კატასტროფული მდგომარეობა, კლანური მმართველობა და კორუფცია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას ანგრევს. მინდა ავუხსნა, როგორ შია დღეს ქვეყანას, რადგან ეს ორი სისტემა ძარცვავს თავიდან ბოლომდე ეკონომიკას.

ასევე, მექნება გლობალურ საკითხებზე საუბარი, როგორიც არის ნატოს სამიტი. საქართველო პირველად არ იქნება ნატოზე მიწვეული, ამაში ჩვენ მათი დახმარება გვჭირდება. ვთხოვ, ოპოზიციის, ჩვენი სახელით რომ ეს როგორმე შევცვალოთ.

ჩრდილოეთ ნაკადი მთლიანად ცვლის გეოპოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, ასე რომ ბევრი საკითხი გვაქვს. გარდა ამისა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მთავარი, რომ მათი სიტყვა, განცხადება არის სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რითაც „ქართულ ოცნებას“ ვაიძულებთ ხოლმე, რამე გააკეთოს. მაქვს წამოღებული გვარამიას, უგულავას, ჯაფარიძე-ხაზარაძის, ოქრუაშვილის საქმეები, ყველა ამ საქმეზე გვექნება საუბარი“,- განაცხადა ვაშაძემ.