LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესხის სუბსიდირება რესტორნების გარდა, შეეხება სპორტის ინდუსტრიასა და კერძო საბავშვო ბაღებს

57
145266843-1917944681676760-7777755925781132059-o

პრემიერ-მინისტრი სახელმწიფოს მიერ ორგანიზაციებისთვის და ბიზნესისთვის დაწესებულ მხარდაჭერაზე საუბრობს და ამბობს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, ის შეეხება სპორტის ინდუსტრიას, სპორტის ობიექტებსა და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს.

„მოგეხსენებათ, რომ ეს იყო 6 თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის  80%-ის სუბსიდირება. დაახლოებით 2000 მომართვა იყო, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა. დღეს ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებასმ ამ ტექნიკური მოთხოვნების შესამსუბუქებლად იმისთვის, რომ ამ 2 000-მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა შეძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით. გარდა ამისა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ღონისძიება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება, არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს… გარდა რესტორნებისა, ის შეეხება სპორტის ინდუსტრიას, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ორგანიზაციებია და ეს ის ბიზნესებია, რომლებიც ასევე პანდემიის შედეგად დაზარალდნენ’, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები