LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში დაეხმარება

111
adb

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 46.3 მილიონი ევროს (50 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის საბიუჯეტო სესხი დაამტკიცა, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის ხარისხიან და ხელმისაწვდომ სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებას მოხმარდება.

ბანკი, ჯანდაცვის სექტორის გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ დაფინანსებას მას შემდეგ გაიღებს, რაც მთავრობა განახორციელებს რეფორმებს ჯანდაცვის სექტორის მართვისა და რეგულირების გასაძლიერებლად, გაზრდის პირველადი ჯანდაცვისა და სპეციალიზებული ამბულატორიული პაციენტების მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სერვისების საბიუჯეტო დაფინანსებას და გააუმჯობესებს სექტორის ოპერაციულ ეფექტიანობასა და ფინანსურ მდგრადობას.

„აღნიშნული პროგრამა, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებასთან ერთად, საქართველოს ასევე დაეხმარება მოამზადოს ჯანდაცვის პროვაიდერები და მოსახლეობა კლიმატის ცვლილების ზეგავლენისთვის, რაც ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება”, – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ჯანდაცვის უფროსმა სპეციალისტმა ბრაიან ჩინმა – „მხარდაჭერილ ნაბიჯებს შორისაა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა და საინფორმაციო კამპანია კლიმატით გამოწვეულ ისეთ საშიშროებებზე, როგორიცაა სითბური ტალღები“.

შეგახსენებთ, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უდიდესი მულტილატერალური პარტნიორია. ADB-ის საქართველოსთვის გაღებული აქვს 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სესხი, გრანტი და ტექნიკური დახმარება. აზიის განვითარების ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია 68 ქვეყანას აერთიანებს, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები