გუშინ ღამით თბილისში ტრაგედია მოხდა.
ძმამ საკუთარი ძმა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა.
გარდაცვლილი ფეხბურთელი მიშო ახლოურია.
როგორც ცნობილია, ის ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი იყო.
ახლოური სოციალურ ქსელში ხშირად წერდა გიორგის შესახებ. ყველაზე მძიმე მათ შორის ივლისში გამოქვეყნებული სტატუსია, სადაც მიშო გარდაცვლილ მეგობარს მიმართავს:
“შაქარ მენატრები, ძალიან მენატრები, როგორი რთულია უშენობა. როგორი რთულია იმაზე ფიქრი, რომ ვეღარ შეგხვდები ამ დედამიწაზე, მიუხედავად იმისა, რომ სულ შენ გეძებ, სულ შენზე ვფიქრობ. ძალიან მიყვარხარ, ერთი იმაზე ფიქრი მაძიერებს, რომ ახლა უკეთეს ადგილას ხარ და ზემოდან გვიყურებ. ჩემი ანგელოზი ხარ შაქარ. ზეცაში აუცილებლად შევხვდებით და იქ მოგვიწევს იმის გაკეთება, რაც ამ უსამართლო ცხოვრებამ არ გვაცადა” – წერდა მიშო ახლოური.
ვინ არის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ძმამ მოკლა