LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი იუმორის კლასიკა – ყველა დროის ყველაზე რეიტინგული სერიალი, „ადამსების ოჯახი“ ეკრანებზე ბრუნდება

320
ადამსების-ოჯახი

ცნობილი ტელესერიალი „ადამსების ოჯახი“ ეკრანებზე ბრუნდება. ეს გახლავთ 60-იანი წლების ლეგენდარული სერიალის გაგრძელება, რომელიც ეკრანებზე მალე გამოვა. სერიალის ახალი სახელწოდებაა „ოთხშაბათი“ და მისი რეჟისორია ტიმ ბარტონი. ცნობილია, რომ მასში მთავარ როლებს ლუის გუიმანი, კეტრინ ზეტა ჯონსი და კრისტინა რიჩი ასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ „ადამსების ოჯახი“ ეს გახლავთ ჩარლზ ადამსის ილუსტრაციებით შექმნილი კომიქსების წიგნი, რომელიც საფუძვლად დაედო პოპულარულ სერიალს. ახალ თიზერში, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უწინ. განსაკუთრებით დამაინტრიგებელია სერიალის მუსიკა, რომელიც ძველი სერიალის საუნდტრეკის მიხედვით შექმნეს.

კეტრინ ზეტა-ჯონსი სერილაში „ადამსების ოჯახი“ მორტიშას როლს შეასრულებს

ორწლიანი მოლოდინი დასრულდა –  „ევას მკვლელობისას“ ბოლო სეზონი ყველაზე დაძაბული იქნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები