ბრიტანულ-ამერიკული სერიალი „ევას მკვლელობისას“ ორი წლის მანძილზე შეჩერებული იყო, მიზეზი პანდემიაა. უკვე მომავალი წლიდან სერიალი საფინალო ეპიზოდით გავა ეთერში და ამით ბოლო წლების ყველაზე რეიტინგული სერიალი დასრულდება.
ბოლო სეზონში მაყურებელი ნახავს, როგორ დასრულდება სერიული მკვლელის, ვილანელისა და პოლიციის თანამშრომლის, ევა პოლასტრის ურთიერთობა.
ამჯერად კი ინტერნეტში გამოჩნდა თიზერი მეოთხე სეზონიდან, რომელიც ძალიან დაძაბული და ცეცხლოვანი გამოვიდა. ახალ თიზერში ჯერ ჯოდი კომერი და სანდრა ო არ გამოჩენილან, მაგრამ ჩანს მთავარი გმირების ნივთები.
უკვე ცნობილია, რომ სერიალის საფინალო სეზონი ყველაზე დაძაბული იქნება.