LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეაჩერეთ ეს განადგურება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მსოფლიო, შესაძლოა, “აზოვსტალად” გადაიქცეს” – “აზოვის” მებრძოლების ოჯახის წევრები მიმართვას ავრცელებენ

253
BeFunky-collage (2)

“აზოვსტალის” ქარხანაში გამაგრებული მებრძოლების ოჯახის წევრები მიმართვას ავრცელებენ. ისინი “აზოვის” ბატალიონის წევრების გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ და დახმარებისთვის საერთაშორისო ლიდერებს მიმართავენ.

“მივიღე შეტყობინება ჩემი მეუღლისგან, როგორც ის ამბობს, რუსეთს შეუძლია გაუშვას 500 ბომბი და 40 რაკეტა რამდენიმე საათის განმავლობაში და გამოიყენოს ქვეითები ჩვენი მეომრების მოსაკლავად, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. რუსეთი ცდილობს გაახანგრძლივოს ეს წამება.

ისინი “აზოვსტალს” ბომბავენ ყველანაირი იარაღით, ბომბავენ ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან. მტერი აკრძალულ იარაღსაც იყენებს. ლიდერები ჩუმად არ უნდა იყვნენ, შეაჩერეთ ეს განადგურება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მსოფლიო, შესაძლოა, “აზოვსტალად” გადაიქცეს.

ჩვენ სიკვდილის არ გვეშინია, ჩვენ გვეშინია ისეთ მსოფლიოში ცხოვრების, სადაც ღირებულებები განადგურებულია. იმედი გვაქვს, რომ ჩინეთს შეუძლია მიიღოს რთული გადაწვეტილება ღირებულებების, სიკეთის მხარდასაჭერად. ჩვენ ვთხოვთ სი ძინ პინს გამოიჩინოს აღმოსავლური სიბრძნე, ზრუნვა ღირებულებებისადმი და ვთხოვთ, რომ შეუერთდეს მარიუპოლელების დამცველთა გადარჩენის პროცესს,” – ამბობს ერთ-ერთი მებრძოლის ცოლი ჰანა ივლიიევა.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ამჟამად მოლაპარაკებები „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის გაყვანაზე მიმდინარეობს. ვერეშჩუკმა ასევე განმარტა, რომ ამ დროისთვის „აზოვსტალის“ სამხედრო გზით გათავისუფლება შეუძლებელია.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ჰუმანიტარული დერეფანი მოეწყო და „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს ბავშვები, ქალები და მოხუცები. მედიის ინფორმაციით, ამ დროსთვის ქარხნის ტერიტორიაზე ისევ რჩება დაჭრილი სამხედროები და „აზოვის პოლკის“ ჯარისკაცები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები