LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიარაღებული თავდასხმისას ღაზას სექტორის მიმდებარედ საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებიც ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილას არიან“ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

146
საგარეო

„საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ ეტაპზე ოთხივე მათგანი იმყოფება უსაფრთხო ადგილას“, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.

რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, უწყების ცნობით, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ.

ცნობისათვის, ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა, დილის მდგომარეობით, 300-ს მიაღწია. დაშავებულია 1 590 ადამიანი, მათ შორის 300 მძიმე მდგომარეობაშია, 19 კი – კრიტიკულ მდგომარეობაში.

 

‼️საქართველოს საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე…Posted by საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia on Saturday, 7 October 2023

 

 

magti 5g