LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება 10 წელი გავიდეს, ან ჩემს შემდეგ მე-2, ან მეოთხე მინისტრმა დააკავოს – გომელაური ესებუაზე

71
ესებუა ბადრო ვახტანგი

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ამტკიცებს, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში” დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას აუცილებელად დააკავებენ.

„ახლა გავალ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება – ასე ხუმრობით უპასუხა ვახტანგ გომელაურმა ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუაზე დასმულ შეკითხვას.

“დავაკავებთ, რა თქმა უნდა, დავაკავებთ აუცილებლად. ამაზე მილიონჯერ გავაკეთე განცხადება. შეიძლება წლებიც გავიდეს, ამასე ასჯერ მაქვს კომენტარი გაკეთებული, შეიძლება 10 წელი გავიდეს და მერე დააკავონ, არა მე, არამედ შეიძლება ჩემ შემდეგ მეორე ან მეოთხე მინისტრმა, დააკავოს. ეს ჩვეულებრივი თემაა…”, – აცხადებს ვახტანგ გომელაური.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმა 21 ოქტმობერს მოხდა. შეიარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები, სპეცოპერაციის შემდეგ ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.

პოლიცია ბადრი ესებუას  ამ დრომდე უშედეგოს ეძებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები