LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეიძლება გამოვლინდნენ ბრალდებული პირები და ისინი დაისჯებიან” – თენგიზ ცერცვაძე 19 წლის გოგოს გარდაცვალებაზე

304
BeFunky-collage (3)

ამ შემთხვევაზე მოკვლევაა დაწყებული, შეიძლება გამოვლინდნენ ბრალდებული პირები და ისინი დაისჯებიან,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა “ფორმულას” ეთერში 19 წლის გოგოს, თეკლა თორდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“თქვენ თქვით 1, 3, თუ გინდათ 10, თუ გინდათ 30, მე გეუბნებით და სადაც გინდათ იქ დაგიმტკიცებთ, რომ ყოველ ერთ ასეთზე საქართველოში მოდის 5 და 10 ასეთი შეცდომა, თუ ეს შეცდომა იყო ან ვთქვათ, ობიექტური სიძნელით გამოწვეული ტრაგედია, ევროპის ყველა განვითარებულ და ამერიკის ქვეყნებში. თვითონ პროცესი კოვიდის პანდემიის, იმდენ სიძნელეს შეიცავს, რომ მასთან გამკლავება ასეთი ტრაგიკული შემთხვევების გარეშე და ზოგჯერ ალბათ შეცდომების გარეშე, ექიმებიც ადამიანები არიან, შეუძლებელია. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი ავადმყოფების რაოდენობას, 15-16 ადამიანი გვყავს სულ გარდაცვლილი და ათასობით არის ევროპაში და ამერიკაში, როგორ მივიღო კრიტიკა ამაზე?”- განაცხადა ცერცვაძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

შეგახსენებთ, მედიასთან გარდაცვლილის მშობლები ყვებიან, რომ მათი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კოვიდსასტუმროში გადაყვანის დღიდან უკიდურესად მძიმე იყო. გადაყვანიდან მეორე დღეს მშობლებმა სასწრაფოსა და ჯანდაცვის სამინისტროში დაიწყეს რეკვა, დამძიმებული შვილის ჰოსპიტალში გადაყვანის იმედით, თუმცა, მათი თქმით, უწყებები სხვადასხვა მიმართულებით უსასრულოდ ამისამართებდნენ.

“6 დღე იყო ხელოვნურ სუნთქვაზე, მეექვსე დღეს დაგვახვედრეს ამბავი, რომ გული გაუჩერდა” – რას ჰყვება კორონავირუსით გარდაცვლილი გოგონას მამა

მომხდარზე რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმაც ისაუბრა. ჟურნალისტების შეკითხვაზე, თეკლა თორდიას საქმეზე გადაცდომები თუ დადგინდა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა, აიღებს სისტემა და აიღებს ის ექიმი, ვისაც ეს გადაცდომა მოუვიდა.

შექმნილია ჯგუფი და მიმდინარეობს შესწავლა: ტიკარაძე 19 წლის გოგონას გარდაცვალებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g