LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შექმნილია ჯგუფი და მიმდინარეობს შესწავლა: ტიკარაძე 19 წლის გოგონას გარდაცვალებაზე

168
ekaterine-tikaradze-w-h

„ჩემი უშუალო ხელმძღვანელობით, ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის და ეს კითხვები იქნება პასუხგაცემული, რაც პირველ რიგში, მესაჭიროება მე, რათა აღარ დადგეს მსგავსი შემთხვევები”, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ორი დღის წინ, 19 წლის თეკლა თორდიას კორონავირუსით გარდაცვალების ფაქტს.

საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც მომხდართან დაკავშირებით დოკუმენტაციას შეისწავლის.

„ჯანდაცვის სამინისტრო ამას ვერ დატოვებდა ყურადღების გარეშე. გუშინ ჩემი დავალებით, მყისიერად, რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს ამ დოკუმენტაციის შესწავლა.

აღნიშნული ჯგუფი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას, როგორც კი გარკვეული დასკვნა გახდება ცნობილი, თუ რა ხარვეზების გამო დადგა მსგავსი ლეტალური შედეგი”, – განაცხადა ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები