LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეიძლება მადლობაც კი ვუთხრა იმ ჩინოვნიკებს, რომ თვალი ამიხილეს“ – ხაზარაძის მოძრაობას “ლელო” ერქმევა

130
B1D882D6-1ED0-44AF-B290-32E4D5DDB5AE-w1023-r1-s

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია გამართა, სადაც საზოგადოების დაფუძნების მიზეზებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორც ხაზარაძე ამბობს,  სურს, იღვაწოს და საქმე გააკეთოს ყველასთვის, გამარჯვება კი იქნება, როდესაც საქართველოში ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას.

საზოგადოებას, რომელსაც ის აფუძნებს ლელო ერქმევა.

„შეიძლება, მადლობაც კი ვუთხრა იმ შემოტევების გამო ყველა იმ ჩინოვნიკს, იმ პოლიტიკოსს, რომელთაც ეს პრობლემები შეგვიქმნეს. რადგან მე გავახილე თვალები და ვთქვი, რომ მე ასე ვერ გავაგრძელებ. ეს აღარ მეხება მე, ეს ეხება უკვე თითოეულ ჩვენგანს და მე აღარ მინდა, ამ ნაპირის მხარეს ვიდგე, აღარ მინდა, მერქვას ბიზნესმენი, რომელმაც ეს თქვენთან ერთად დიდი შრომის შედეგად განახორციელა. მე ახლა მინდა, რომ ვიღვაწო და საქმე გავაკეთო ყველასთვის, გამოცდილება, თუ როგორ უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, გამოვიყენოთ. რაც ყველაზე მთავარია, შეიქმნას ნიადაგი, რომ ეს ნიჭიერი ქართველები, ნიჭიერი ხალხი, რომელიც მიმოფანტულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მივცეთ მათ დაბრუნების საშუალება. ჩვენი გამარჯვება იქნება, როცა ჩვენი ემიგრაცია დაიწყებს დაბრუნებას და ეს იქნება პირველი ნიშანი, რომ საქართველოში ქართველები უნდა დაბრუნდნენ. წასული ადამიანები უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მისი თქმით,  გაერთიანება 12 ადამიანს მოძებნის ყველა სფეროში, რომელიც ლიდერი იქნება.

“ჩვენ ვეძებთ ლიდერებს, წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია იქნება, ლიდერების პარტია, ეს არის იქნება მამუკა ხაზარაძის პარტია, ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა და შედეგზე ორიენტირებული. მესმის, რომ პოლიტიკაში კონკრეტული თარიღები და მიზნები არ უნდა დასახო, იმიტომ, რომ ადამიანები ძალაუფლებისთვის მოდიან. ჩვენ პირიქით გავაკეთებთ, ჩვენ დავასახელებთ თარიღებს და კონკრეტულ მიზნებს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ძალიან სწრაფად ან გამოვა ამ მდგომარეობიდან ან ვიქნებით ამ ჭაობში. ეს მენტალური ჭაობია. მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, 12 რეფორმატორს მედიცინაში, განათლებაში, 12 ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში. ეს ქვეყანა მესიის და ვიღაც კაცის გადასარჩენი კი არ არის, ის არის თითოეული ჩვენგანის გადასარჩენი. ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მინდა, ეს ძებნა ყველამ დავიწყოთ“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ამ კლასის ადამიანის მოსვლა გუნდში დიდი პატივია - ხაზარაძე და ანა ნაცვლიშვილი ახალი მოძრაობის მიზნებზე

"მაყურებლის როლში დარჩენა, როცა ვხედავთ, როგორ ვკარგავთ სახელმწიფოს და უკეთესი მომავლის პერსპექტივას, ვერ იქნება ჩემი არჩევანი"

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება 9 ივლისს დააანონსა. მან თქვა, რომ ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები საგანგაშო ფორმებს იღებდა და  სახეზე იყო ჩვენი საზოგადოების გახლეჩვის მიზანმიმართული პროცესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები