LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიძლება თუ არა იყოს ოდიოზური ფიგურა ვაშაძისთვის მერაბიშვილი – დავით კირკიტაძის შეფასება

168
BeFunky-collage (17)

„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ რადიო ფორტუნას გადაცემაში „დღის თემა“ ენმ-ს თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პარტიის დატოვების შესახებ ისაუბრა.

როგორც კირკიტაძე განმარტავს, ვაშაძის ეს ნაბიჯი მისთვის და ასევე პარტიის წევრებისთვის შოკისმომგვრელი იყო.

თუმცა კირკიტაძე საუბრობს იმის შესახებ, რომ პარტიის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს საკუთარი პოზიცია და უკმაყოფილება რიგ საკითხებთან დაკავშირებით, თანაგუნდელებთან არაერთხელ დაუფიქსირებია.

ამასთან, დავით კირკიტაძე კონკრეტულად ვერ ასახელებს, ვის შეიძლება გულისხმობდეს გრიგოლ ვაშაძე ოდიოზურ ფიგურებში.

„გამიჭირდება იმის თქმა, ვის შეიძლება გულისხმობდა ბატონი გრიგოლი ოდიოზურ ფიგურებში, თუმცა გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ისეთი განსაკუთრებული სიახლე, მატება ან პარტიაში შემოსვლა, რომ საზოგადოების, ჩვენი მხარდამჭრების ან ნებისმიერი ადამიანის, აღშფოთება ან გულისწყრომა გამოეწვია, ნამდვილად არ გვქონია.

კითხვაზე შეიძლება იყოს თუ არა ოდიოზური ფიგურა ვანო მერაბიშვილი, კირკიტაძე აღნიშნავს, რომ ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყოს მერაბიშვილი.

„ის აქტიურად პარტიულ საქმიანობაში არ არის ჩართული და ასევე არ ყოფილა ჩართული არჩევნებში, ის არ ყოფილა არც კანდიდატი, არც პარტიული სიით ყოფილა წარმოდგენილი. გამიჭირდება იმის თქმა ვის გულისხმობდა ბატონი გროგილი, თუმცა, ალბათ სამომავლოდ დააზუსტებს ბატონი გრიგოლი ვის გულისხმობდა და თავად იტყვის“,-აღნიშნა დავით კირკიტაძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები