LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემაკავებელი ეფექტის მქონე იქნება – თუ პირი განმეორებით ჩაიდენს დანაშაულს, განსაზღვრულია 300 ლარიანი სანქცია“ – ბითაძე ცხოველების გასეირნების წესში ცვლილებებს განმარტავს

203
მაია ბითაძე

„ცვლილებით შემოთავაზებულია ჯარიმის გაზრდა 20 ლარიდან 150 ლარამდე, ხოლო თუ პირი განმეორებით ჩაიდენს აღნიშნულ დანაშაულს ერთი წლის განმავლობაში, სანქცია განსაზღვრულია 300 ლარის ოდენობით“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაია ბითაძემ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომლის საფუძველზეც ძაღლის ღია სივრცეში, მათ შორის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება.

„თუ მოქალაქე მუნიციპალურ თავშესაფარში დაარეგისტრირებს ცხოველს, სტერილიზაცია-კასტრაცია უფასოდ მოხდება – მეპატრონე, რომელსაც ცხოველი არ ჰყავს რეგისტრირებული, ჯარიმას ექვემდებარება“ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

აღნიშნულის თაობაზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ დღეს არსებული 50 ლარიანი ჯარიმა შემაკავებელი არ არის:

„შემოთავაზებულია ჯარიმის გაზრდა 20 ლარიდან 150 ლარამდე, რაც ვფიქრობთ, რომ შემაკავებელი ეფექტის მქონე იქნება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს აღნიშნულ დანაშაულს ერთი წლის განმავლობაში, სანქცია განსაზღვრულია 300 ლარის ოდენობით.

„უნდა გამოიყენოთ ალიკაპი ან საბელი“ – ცხოველის გასეირნების წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა ჯარიმების გაიზარდოს

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა განაცხადა, აღნიშნულ სიახლეზე საკანონმდებლო ორგანო მუშაობს, დღეს კი, აღნიშნულ წესებზე ჯარიმის ოდენობა 20 ლარით არის .განსაზღვრული.

ამავე კანონპროექტით, ასევე შემოთავაზებულია ცვლილებები ჩლიქოსანი შინაური ცხოველების გადაადგილებასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით, პარკებში, სკვერებში ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ამგვარი შინაური ცხოველი ანადგურებს მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ ინფრასტრუქტურას, მათ შორის მწვანე ინფრასტრუქტურას.

პრაქტიკა ცხადყოფს, რომ არსებული ჯარიმა 50 ლარის ოდენობით არ არის შემაკავებელი და აქაც 100 ლარამდე ჯარიმის ოდენობის ზრდა არის შემოთავაზებული.

ასევე, 20 ლარიდან 50 ლარამდე თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე გაშვებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტი აქტიურად მუშაობს შინაურ ბინადართა და ცხოველთა ახალ კანონპროექტზე, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ აღნიშნული ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში ახლა დაგვეინიციირებინა და არ დავლოდებოდით იმ ძირითად კანონს, რომლის ცვლილებები ასევე იქნებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

საქართველოში ძაღლის ყოლისთვის შესაძლოა, სპეციალური გადასახადი დაწესდეს

მაია ბითაძის თქმით, დეკორატიული ჯიშის ძაღლები პატრონებს მაინც საბმელით დაჰყავთ და ან ალიკაპი უნდა ეკეთოს ან საბელი:

„ხშირად აშვებული დეკორატიული ძაღლი ხდება ხოლმე მსხვერპლი ასევე აშვებული მეორე, დიდი არადეკორატიული ჯიშის ძაღლისთვის. მგონია, რომ გონიერი პატრონისთვის საბმელიანი ძაღლი, ყველანაირად უფრო უსაფრთხოა“. – განაცხადა მაია ბითაძემ.

ძაღლისა და კატის მიტოვებაზე შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს

mazda magti 5g