LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გაბუნიას სახის, სახელისა და გვარის შეცვლა შესთავაზეს

551
გაბუნია 333

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, კითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, თუ რა ინფორმაცია ჰქონდა თავად გაბუნიას.

„მათ რა ინფორმაცია აქვთ, ჩემთან ამაზე არ ულაპარაკიათ“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.

„აქცენტი იყო იმაზე, საიდან მაქვს ინფორმაცია, რომელიც მაქვს, რომელიც საკმაოდ მწირია. ორი წყარო მყავდა ინფორმაციის, ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ შესაძლო იყო ადგილი ჰქონოდა მცდელობას ჩემი სიცოცხლის ხელყოფის და ამაზე იყო კითხვების დროს აქცენტი, რა ინფორმაცია მომაწოდა წყარომ, რამდენად დეტალური იყო, თუ მითხრა ვინ იყო მისი წყარო და ა.შ.

იყო აქცენტი იმაზე, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ან სუს-სთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაც მითხრა გვარამიამ, მაგრამ არა. მე განვუმარტე მოსამართლეს, რომ არ მქონია ამის მცდელობა. იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ვენდობი ნიკა გვარამიას, რომელიც მეუბნება ასეთ ინფორმაციას და პლუს იმას, რომ წყარო იყო სუს, აზრს კარგავს ისევ სუს-თან წასვლა და ამის შესახებ საუბარი. მეორე წყარო ინფორმაციის არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მე მითვალთვალებდნენ. დიდი ალბათობით დაიბარებენ ალბათ ჩემს დაცვასაც დაკითხვაზე. ორი თვეა დაახლოებით მას შემდეგ, რაც გაძლიერდა ჩემი დაცვა“,- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

„გვარამიამ ყველაფერი ჩააფლავა“ – სააკაშვილისა და ადეიშვილის სკანდალური ჩანაწერი

გაბუნიას განცხადებით, არ იცის, კონკრეტულად რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება.

„თვითონ მკითხეს, ვიცოდი თუ არა, რა მიმართულებაზე მიდიოდა გამოძიება, მე ვუპასუხე რომ არა, მათი კითხვები შეეხებოდა იმას, რა ინფორმაცია მაქვს და ხომ არ ვიცოდი რამე კონკრეტული“,- განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნია ამბობს, რომ მას დაცვის გაძლიერება შესთავაზეს.

 „ვიდრე სხდომაზე შევიდოდი, შემომთავაზეს მე ნებისმიერი სახის დაცვა.  ისიც კი მითხრეს, შეგიძლია, სახე,  სახელი და გვარი შეივალოო. დაცვაზე ჯერ არ დავთანხმებულვარ, ადვოკატთან უდნა მოვილაპარაკო, რადგან მე ჩემი პირადი დაცვა მიცავს“,– აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
დღესვე სასამართლოში იგეგმება ნიკა გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები