LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვარამიამ ყველაფერი ჩააფლავა“ – სააკაშვილისა და ადეიშვილის სკანდალური ჩანაწერი

965
Capture

უკრაინულმა გამოცემა Obozervatel ჩანაწერს აქვეყნებს, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ზურაბ ადეიშვილის საუბარს ასახავს.

ჩანაწერში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეზეა საუბარი.

„ეს სატელეფონო ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე, როგორც ტელეკომპანია „მთვარის“ დირექტორმა, ნიკოლოზ გვარამიამ, იცოდა ჟურნალისტ გაბუნიას მკვლელობის დაგეგმვის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას ამის თაობაზე არ აცნობებს“, – წერს გამოცემა.

„გვარამიამ ყველაფერი ჩააფლავა“, – ამბობს ყოფილი პრეზიდენტი.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი კი ცდილობს, გვარამიას საქციელი ახსნას.

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დღეს მაგისტრან მოსამართლესთან ერთად სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. გამოკითხვამდე ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სააკაშვილისა და ადეიშვილის საუბარზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან არ უნახავს.

გიორგი გაბუნია სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა: „სათქმელი ბევრი არ მაქვს“ 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები