ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

1 მაისის შემდეგ რესტორნებში მომხმარებელთა რიცხვმა იკლო. როგორც რესტორატორები განმარტავენ, ამის მიზეზი შენობებში თამბაქოს აკრძალვა გახდა. როგორც “ფორტუნას” სხვადასხვა რესტორანში დასაქმებულები ეუბნებიან, სტუმრები ხშირად სიგარეტის შენობაში აკრძალვას აპროტესტებენ.

რესტორატორების ნაწილი საკუთარი შემოსავლის დაახლოებით 35%-ს სახელმწიფო ბიუჯეტში რიცხავს. იმ შემთხვევაში, თუ ყოველდღიური და მუდმივი სტუმრების რიცხვი იკლებს, მცირე და საშუალო ბიზნესს სერიოზული ფინანსური კრიზისი ემუქრება. რესტორნებში ამბობენ, რომ ბოლო ათი დღის განმავლობაში ათამდე ასეთმა ობიექტმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ამის მიზეზი კი, ფინანსური პრობლემები გახდა.

თბილ სეზონზე რესტორატორები სტუმრებს ღია სივრცეებში უმასპინძლდებიან, სადაც სპეციალურად აქვთ მოსაწევი სივრცეები მოწყობილი; რესტორნების დირექტორები ვარაუდობენ, რომ ცივ სეზონზე მომხმარებლები შენობის გარეთ გასვლას არ ისურვებენ, რის გამოც ზამთარში შესაძლოა, ბიზნეს სექტორმა სერიოზულად იზარალოს.

შენობაში სიგარეტის მოწევის აკრძალვის გამო რა პრობლემებთან უწევთ რესტორატორებს გამკლავება, “ფორტუნას” სიუჟეტიდან შეიტყობთ.

 

 

 

თათია კაკიაშვილი

კატეგორიები: ანალიტიკა
თათია კაკიაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები