LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შესაძლებელია ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ფარული დაპირისპირებაა” – ნიკა ჩიტაძე

571
BeFunky-collage (15)

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ შესაძლებელია ირაკლი ღარიბაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ფარული დაპირისპირება არსებობდეს. მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადება შეაფასა.

„მგონია, რომ გარკვეული კონფლიქტიც კი იკვეთება ღარიბაშვილსა და ივანიშვილს შორის, იქიდან გამომდინარე, რომ გარკვეულწილად საქართველოს ხელისუფლებამ დაიმსახურა შენიშვნა ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ საქართველოში არსებობს ოლიგარქიული მმართველობა.

თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა იმის გამო, რომ მათ ვერ დაიცვეს ბიძინა ივანიშვილი. ამ დროს, პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს უმტკიცებდა თავის ერთგულებას იმიტომ, რომ გრძნობს ანგარიშვალდებულებას ივანიშვილის მიმართ, სწორედ მისი ინიციატივით დაიკავა პრეზიდენტის პოსტი.

ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ივანიშვილი ალბათ გაბრაზებულია, რომ დასავლეთის თვალში არ მოხდა მისი ავტორიტეტის შენარჩუნება ქართული მთავრობის მხრიდან. ამიტომაც, შესაძლებელია ფარული დაპირისპირებაც არსებობდეს. ეს ამბავი სააშკარაოზე ვერ გამოვა და ამ შემთხვევაში ირაკლი ღარიბაშვილს უნდა ერთგულება დაუმტკიცოს ბიძინა ივანიშვილს, რომ სწორედ ის და მისი გუნდი არის ივანიშვილის ერთგული და არა სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ.

შეგახსენებთ, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი წერილით უპასუხა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გუნდი გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კარნახით.

ასევე იხილეთ:

„პრემიერის საქმეებში მის ჩარევას გახარია და კვირიკაშვილი გუნდის დატოვების შემდეგაც უარყოფდნენ“ – ღარიბაშვილი განმარტავს, რა 2 საკვანძო საკითხის გადაწყვეტაში შეიძლება ჩაერიოს ბიძინა ივანიშვილი?

„ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან, რაიმე დასაძრახი ვერც იქნება, რომ მსგავსი კომუნიკაცია მეც მქონდეს“ – ღარიბაშვილი ივანიშვილის გაცნობის ისტორიას იხსენებს

მაჭარაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნებაზე აკანკალებს

ცაგარეიშვილი: ივანიშვილზე გაშმაგებული შეტევაა, მისი დემონიზაცია უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი – ჩართულია ყველა, ვისაც არ ეზარება 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები