„ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ცაგარეიშვილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ღია წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ განცხადების კონტექსტსა და ძირითად ფაბულას იზიარებს.
დეპუტატის თქმით, ბიძინა ივანიშვილზე გაშმაგებული შეტევაა, მისი დემონიზაცია უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი. როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, რადგან საზოგადოებამ იცის, ვინ არის ეს ადამიანი.
„დავაკვირდეთ, ამ წერილზე გამოხმაურება რა იქნება. სამწუხაროდ, შეჩვეული ვართ, რომ ხშირ შემთხვევაში, ამგვარი მიმართვები არის ხოლმე მგლის თავზე სახარების კითხვა. ადამიანებს გონება ისე აქვთ დახშული, რომ არაფრით არ დაგიდევენ მოწოდებებს იქითკენ, რომ საზოგადოებაში სიტუაცია დამშვიდდეს, ჩაერთოს ერთიან სამუშაოში, რომელიც ჩვენ წინ გვიდევს.
თქვენ ხედავთ, რომ არის გაშმაგებული შეტევა ბიძინა ივანიშვილზე. ამ ადამიანის დემონიზაცია უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი. ამაშია ჩართული ყველა, ვისაც არ ეზარება – პოლიტიზებული მედია, პოლიტიკოსები ყველა პარტიიდან, პირველ რიგში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვგულისხმობ; ასევე გარე „აქტორები“, ხშირ შემთხვევაში დასპონსორებული ადამიანები უცხოეთიდან, რომელიც ღია ეთერებში ერთვებიან, ასევე ხელს უწყობენ ივანიშვილის დემონიზაციას.
არაფერი ამ საქმიდან არ გამოვა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რა გაუკეთებია მას საქართველოში. ღრმად ვარ დარწმუნებული, ამისგან არაფერი არ გამოვა. თუმცა არის გაშმაგებული, აღვირახსნილი კამპანია მის წინააღმდეგ, ეს ყველაფერი დაიწყო, როგორც კი დასრულდა 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნები დასრულდა. იქიდან მოყოლებული დღემდე ხდება ამ ადამიანის დემონიზაცია.“– განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
პრემიერის განცხადებებს ვრცლად გაეცნობით: