პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვრცელი წერილის შემდეგ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსზე, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილზე პოსტს „ოცნების“ ერთ-ერთი წევრი, ნინო წილოსანიც აქვეყნებს.
„როგორ შეიძლება გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მასშტაბით აქვს გაკეთებული და მისი ფაქტორი 2012 წელს ბოროტების დამარცხების საქმეში?!
ამისთვის საჭიროა მოიგონო წარმოუდგენელი ტყუილი, უარგუმენტო ბრალდება და თან თავგამოდებით ამტკიცო ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.
ეს არის მავნებლების შურისძიება ყველა იმ დამარცხებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლიდან აგემა მათ“, – წერს წილოსანი.
ასევე იხილეთ: