„ქართული ოცნების“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლო სანქციების დადების საკითხსა და მისი პოლიტიკაში დაბრუნების ალბათობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამაზე რადიკალურ ოპოზიციას აკანკალებს.
„მის მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს რადიკალური ოპოზიცია ძალიან ბევრი წელია. თუმცა, ბუნებრივია, რომ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც არ არის პოლიტიკაში ჩართული და არანაირი მტკიცებულება აქამდე არ არსებობს და არც იქნება, რომ მას რამე გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე, ბუნებრივია, რომ სანქციები ვერ დაწესდება. კარგია, რომ რადიკალურ ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება-არდაბრუნებაზე აკანკალებს.“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.