“შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს, საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მივიღებთ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, ეს დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე.
„დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვართ ბრძოლაში. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ ამ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში. სამწუხაროდ, შეიძლება იძულებული გავხდეთ და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების დინამიკასთან.
მოგეხსენებთ, რომ სასაფლაოები მუნიციპალური საკუთრებებია და ჩვენ მოგვიწევს (იქაც, სადაც მუნიციპალური არ არის) გარკვეული შეზღუდვების დაწესება გარკვეული პერიოდით. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ბრძოლის ხაზი ყველგან გადის. არის შემთხვევები, სადაც კომპრომისი უბრალოდ, საკმაოდ მძიმე და რისკის შემცველია“ ,- განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, მთავრობამ საკარანტინო შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. 15 აპრილის, 21:00 საათიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა 10 დღით აიკრძალა.
თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ჩაიკეტა: 4 დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა აიკრძალა