LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი, რუსთავი, ბათუმი და ქუთაისი ჩაიკეტა: 4 დიდ ქალაქში შესვლა და გასვლა აიკრძალა

1011
91692218-1639606849510546-6941438195749879808-o

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა მკაცრდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიდა გავრცელების ფართო მასშტაბზე გადავედით. პირველად არის შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 30 ადამიანი დაინფიცირდა.

ფაქტობრივად, გადავედით შიდა გავრცელების ფართომასშტაბიან ეტაპზე. ექიმები ვერ გვეუბნებიან, როდის იქნება პიკი. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 15 აპრილის, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში აიკრძალოს შესვლა და გასვლა 10 დღის ვადით.

გარდა ამისა, მივმართავთ პრეზიდენტს, საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით 10 მაისამდე გაგრძელდეს. ეს შეზღუდვები არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა იმ სოციუმის მიმართ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ“, – განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ერთი თვით  გამოცხადდა. 30 მარტიდან კი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი მოქმედებს.

“თუ ზედმიწევნით შევასრულებთ წესებს, მაისის შუა რიცხვებიდან თანმიმდევრულად მოიხსნება შეზღუდვები” – გიორგი გახარია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები