LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეურაცხმყოფელია ტყუილი, რომელიც დაიდო” – გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციით კმაყოფილია (ვიდეო)

572
4B007616-DBFD-48DF-B6BA-7829CBF0154F-cx2-cy1-cw94-w1200-r1-s

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ქართული ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ფაქტით კმაყოფილია. გიორგი მარგველაშვილი იწონებს ოპოზიციის მიერ არჩეული მოქმედების ფორმებს და აღნიშნავს, რომ მისი ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, მხოლოს ერთი მარტივი სიტყვა “გადადექი” იყო აქტუალური, დღეს კი საზოგადოებამ მიუხედავად განსხვავებული ხედვებისა, მოახერხა ერთ მაგიდაზე თავშეყრა და იმ სამართლიანი მოთხოვნის გარშემო გაერთიანება, რომელსაც პროპორციული არჩევნები ჰქვია.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ხელისუფლებაში მყოფმა ადამიანებმა უნდა გაიაზრონ შექმნილი რთული ვითარება და ოპონენტებს უნდა მიეცეს სამართლიანი თამაშის უფლება. მისივე განმარტებით, დღეს მნიშვნელოვანია ის, რასაც ოპოზიცია ითხოვს და ამბობს, რომ   “შეურაცხმყოფელი ტყუილი, რომელიც დაიდო, ამ ტყუილში ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები