LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყდეს ჟურნალისტების დევნის ტენდენცია – კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის”

107
BeFunky-collage (7)

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” “მთავარი არხის” ჟრნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეზე სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებულ თავდასხმას გმობს და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.

“კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლოს.

გუშინ, 2021 წლის 08 მაისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელისშეშლის კიდევ ერთი ფაქტის შესახებ https://mtavari.tv/…/42807-kisershi-mcvda-pizikurad… მასალაში ჩანს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპილიტმა ანტონ ბულუხიამ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მუქარით აუკრძალა მის ეპარქიაში გადაადგილება, და ბოლოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ დრომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასულიერო პირების არაერთ თავდასხმაზე რეაგირება არ მოუხდენია, დანაშაულის შემცველ ფაქტებზე განმარტებებს არ აკეთებს საქართველოს საპატრიარქოც.

მედიაკოალიცია სასულიერო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმებს გმობს და მოითხოვს შეწყდეს ჟურნალისტების დევნის ტენდენცია. მედიაკოალიცია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ შეისწავლოს სასულიერო პირების მიერ ჟურნალისტების დევნის შემთხვევები. მათ შორის, დაიწყოს გამოძიება “მთავარი არხის” ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ გამოვლენილი ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლასთან დაკავშირებით”, – წერს კოალიცია.

სასულიერო პირების ძალადობრივმა ქმედებებმა საგანგაშო ხასიათი მიიღო – TDI

ბევრი სიმბოლოა და მოდი ამოვიცნოთ – ვახო სანაია ჟურნალისტზე თავდასხმას ეხმაურება

აუცილებლად დადგება დრო და ამის გამო, დაისჯებით – ჟურნალისტი მეუფე ანტონს