LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შინაარსი აცდენილია ფაქტობრივ რეალობას” – კონგრესმენების კრიტიკას “ოცნება” უცვლელი განცხადებით პასუხობს

246
5487842094

“ეს არის კონგრესმენების ერთი ჯგუფის მოსაზრება და არა ამერიკის შეერთებული შტატების”, – ასე ეხმაურება დიმიტრი ხუნდაძე კიდევ ერთი კრიტიკულ წერილ, რომელიც ამერიკელმა კონგრესმენებმა გამოაქვეყნეს.” ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ პრემიერ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილი წერილის შინაარსი რეალობას აცდენილია.

“წერილის შინაარსი და უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, აცდენილია ფაქტობრივ რეალობას, თუმცა, რა თქმა უნდა, უშუალო კომუნიკაციით შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდება და მე მჯერა, რომ მისი შინაარსი იგივე კონგრესმენების მიერ იქნება შეცვლილი.

თუ აშშ-ის სენატიდან მიღებულ წერილს დღის ბოლომდე არ გაასაჯაროებენ, ამას ჩვენ გავაკეთებთ - ენმ-ს ულტიმატუმი ხელისუფლებას

საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი კრიტიკული წერილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან მიიღო. ამის შესახებ “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი, მთავრობას დღის ბოლომდე აძლევს ვადას, აღნიშნული წერილი გამოაქვეყნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ ამას თვითონ გააკეთებს. “საუბარია იმაზე, რომ ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, სანქციების რეჟიმის დაწესებაზე. დღეს, ივანიშვილის რეჟიმის მიერ, საქართველოს […]

რაც შეეხება პირად ინტერესებს, მემგონი ეს არ წაადგება პარტნიორულ ურთიერთობას და ეს არ იქნება საუკეთესო შენატანი ჩვენსა და ჩვენს უმთავრეს პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის კონგრესმენების ერთი ჯგუფის მოსაზრება და არა ამერიკის შეერთებული შტატების”, – განაცხადა  ხუნდაძემ მთავარ არხთან საუბრისას.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს კიდევ ერთი კონგრესმენი, წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკელი წევრი ბრაიან ბაბინი უგზავნის.

ბრაიან ბაბინი წერილს Twitter-ში აქვეყნებს და ამბობს, რომ აღნიშნული წერილი მიწერა საქართველოს ხელისუფლების მიერ რეფორმების გადადებისა და ამერიკული ინვესტიციებისთვის, განსაკუთრებით ენერგოკომპანიებისთვის კლიმატის გაუარესების გამო გადაწყვიტა.

“პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, თქვენი ქვეყანა გამოჩნდა უარყოფით და გამაფრთხილებელ შუქზე” – ამერიკელი კონგრესმენის წერილი გახარიას

კონგრესმენის თქმით, მის მიერ აღწერილი ნეგატიური ტენდენციის გამო, სანქციების და სხვა ჯარიმების განხილვისკენ მოწოდებები იზრდება.

"სანქციების დაწესებაზე მოთხოვნა იზრდება" - ამერიკელი კონგრესმენის მორიგი სკანდალური წერილი გიორგი გახარიას

სანამ პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პარტნიორები ერთმანეთს წერილებით არ ესაუბრებიან, ვაშინგტონიდან კიდევ ერთი მწვავე წერილი მოდის, სადაც ახლა უკვე პირდაპირ სანქციებზეა საუბარი. “ამ ნეგატიური ტრენდის გამო, რაც მე ამ წერილში აღვწერე და იმის გამო, რომ ვცდილობთ, ეს შევცვალოთ, სანქციების დაწესების მოთხოვნა იზრდება. მე შევუერთდი კონგრესმენების ამ მზარდ რიცხვს აღნიშნულის მოთხოვნაში“, – წერს კონგრესმენი ბრაიან ბაბინი. ის […]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები