ძლიერმა წვიმამ კახეთში რამდენიმე მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი დააზარალა.

ადიდებულმა მდინარეებმა დააზიანეს ინფრასტრუქტურაც. წყლის დიდმა ნაკადმა მოანგრია ყვარელში მდებარე საამქროც. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

“ცოტას იწვიმებს და მდინარე გადმოდის სოფელში. შიშში ვცხოვრობთ და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. კიტრი, ლობიო, ხახვი – ყველანაირი ბოსტნეული დაზიანდა. მთავრობისგან დახმარება გვინდა, წლებია ყურადღებას არავინ გვაქცევს”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი აცხადებს, რომ მაქსიმალური ძალებით ცდილობენ პრობლემების აღმოფხვრას.

“ამ წუთებში მუშაობს 4 მძიმე ტექნიკა, როგორც ხევებზე, ასევე მდინარეებზე. 33 ტონიანი ტექნიკა მუშაობს ადიდებულ მდინარეზე, რომ აღმოვფხვრათ მაქსიმალურად პრობლემები,”- განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

ტეგები: კახეთი
სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05